ისინი დღემდე მე-18 საუკუნეში ცხოვრობენ, სადაც ყველაფერი ბუნებრივი და უბრალოა - მოგზაურობა ამიშების ქალაქში

ისინი დღემდე მე-18 საუკუნეში ცხოვრობენ, სადაც ყველაფერი ბუნებრივი და უბრალოა - მოგზაურობა ამიშების ქალაქში

ბევრს, ალბათ, ვერც კი წარმოუდგენია, რომ დღეს, XXI საუკუნეში, ჩვენს პლანეტაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად არ სარგებლობენ ელექტროენერგიით, ტელეფონით და ტექნოლოგიური სიახლეებით.

ცხოვრობენ ხის, ძალიან უბრალო სახლებში, ავტომობილს და ტრაქტორს ცხენი ურჩევნიათ და საკუთარ თავს "უბრალო ადამიანებად" მიიჩნევენ. ამ უცნაურ ადამიანებს - ამიშები ჰქვიათ. ისინი 3 საუკუნის წინ გამოჩდნენ ამერიკაში და სხვა პროტესტანტული სექტებისგან განსხვავებით, შეძლეს უცვლელად მოეტანათ დღემდე ცხოვრების უჩვეულო წესი.

ამჟამად, აშშ-ში დაახლოებით 250 000 ამიში ცხოვრობს. ისინი სულაც არ ირჩევენ მიყრუებულ, უკაცრიელ ადგილებს, პირიქით, ხმაურიან შტატებში -პენსილვანიაში, ინდიანაში, კანზასში, მერილენდში - არჩევენ ცხოვრებას.

"მკაცრი წესების დამცველი" ამიშები - რომელთა სექტა, მეთექვსმეტე საუკუნის ევროპაში შეიქმნა და მოგვიანებით, რელიგიური დევნის გამო ამერიკაში გადასახლდა - თვლიან, რომ ნებისმიერი შეხება ტექნოლოგიურად განვითარებული სამყაროსგან მხოლოდ ზიანს მოუტანს მათ მთავარ ღირებულებებს - ოჯახს, გულახდილობას და მიწაზე მუშაობას. ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისინი განუხრელად იცავენ ბიბლიურ მცნებებს, თავმდაბლობას, უბრალოებას და მორჩილებას.

ამიშების დასახლებებში ვერ იპოვით ეკლესიას, რადგან "ბიბლიაში" წერია: "ხელით შექმნილ ტაძრებში არ ცხოვრობს ღმერთი". ისინი კვირაში ერთხელ, მორიგეობით იკრიბებიან, საკუთარ სახლებში, წმინდა წიგნის საკითხავად. არ ქორწინდებიან სხვა აღმსარებლობის ადამიანებზე; არ ინათლებიან 18 წლის ასაკამდე; პრინციპულად არ სარგებლობენ ავტომობილებით, მათი გადაადგილების საშუალება მხოლოდ - ცხენი და ეტლია. უაღრესად სადად იმოსებიან... განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოები

კოკა-კოლასა და ფეხბურთელების სკანდალი გრძელდება - უეფამ შესაძლოა, საფეხბურთო გუნდებს სპონსორების უპატივცემულობის გამო, ჯარიმები დაუწესოს

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის სკოლიდან 80-ზე მეტი მოსწავლე და 5 მასწავლებელი გაიტაცეს

მილიარდერი პუტინი, მილიონერი ერდოღანი და ალიევი - რა ქონებას ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ლიდერები