ეგვიპტეში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ეგვიპტეში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ეგვიპტის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კაიროს კოპტურ ეკლესიაში, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა გამო, დღეიდან სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი აბდელ ფათახ ას-სისი ტერაქტს გმობს და ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში კოპტების წმინდა მარკოზის სახელობის ტაძართან მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა.

აფეთქება ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად 35-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქრისტიანი-კოპტების რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, ეგვიპტის მოსახლეობის 10-15 პროცენტს შეადგენს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"