2016 წელს 48 ჟურნალისტი დაიღუპა

 2016 წელს 48 ჟურნალისტი დაიღუპა

"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წელს 48 ჟურნალისტი დაიღუპა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ავრცელებს.

”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” ინფორმაციით, 2016 წელს 48 ჟურნალისტი ან მოკლეს, ან ორმხრივი სროლის და საბრძოლო მოქმედების შუაგულში დაიღუპა, ან სახიფათო დავალების შესრულებას ემსხვერპლა.

კომიტეტის წარმომადგენლის კორტნი რაჩის თქმით, დაღუპულ ჟურნალისტთა ნახევარზე მეტი სირიაში, იემენში და ერაყში მუშაობდა. მხოლოდ სირიაში, რომელიც უწყვეტად, ხუთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილად ითვლება, 14 ჟურნალისტი დაიღუპა.

მისივე განცხადებით, ისეთ ადგილებშიც, სადაც ჟურნალისტების მკვლელობის სამიზნედ შერჩევა ნაკლებად სავარაუდოა, ცენზურის და დაშინების სხვადასხვა ფორმებს ფართოდ იყენებენ, მაგალითად, თურქეთში, სადაც, კომიტეტის მონაცემების თანახმად, მსოფლიოს ციხეში გამომწყვდეულ ჟურნალისტთა საერთო რიცხვის თითქმის ერთი-მესამედია.

ჟურნალისტიკის პროფესორის სტივ რეიმერის თქმით, 2013 წლის შემდეგ რუსეთში ჟურნალისტი აღარ მოუკლავთ, მაგრამ ჟურნალისტების და კრიტიკული ხმების დასამუნჯებლად რუსეთმა იმდენი კანონი შემოიღო, რომ ჟურნალისტების მოკვლა არ სჭირდებათ.

როგორც ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია იუწყება, 2016 წლის მკვლელობების ნახევარზე მეტი, პოლიტიკური ჯგუფების, მათ შორის ისლამისტური შეიარაღებული ორგანიზაციების ჩადენილია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"