"პუტინის საიდუმლო ოჯახი?" - ალინა კაბაევამ ყვითელი პრესა საგონებელში ჩააგდო

"პუტინის საიდუმლო ოჯახი?" - ალინა კაბაევამ ყვითელი პრესა საგონებელში ჩააგდო

ბრიტანულმა გამოცემა "დეილი მეილმა" გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ყოფილი რუსი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა ორ მცირეწლოვან ბიჭუნასთან ერთადაა გადაღებული. გამოცემამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ კაბაევა ყველა ფოტოზე მარჯვენა ხელის დამალვას ცდილობდა, რომელზეც, როგორც ჩანს, საქორწინო ბეჭედი ეკეთა. სტატიის სათაურია - "ეს პუტინის საიდუმლო ოჯახია".

კაბაევა, რომელსაც გავრცელებული ჭორების თანახმად საიდუმლო ოჯახი აქვს ვლადიმერ პუტინთან, ორ ბიჭუნასთან ერთად გამოჩნდა საზოგადოებაში, რამაც მის ირგვლივ ახალი ჭორები ააგორა. ბიჭების ასაკი 5-8 წელია და ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ისინი სწორედ კაბაევასა და პუტინის შვილები არიან.

33 წლის კაბაევამ, რომელიც პუტინის საყვარლად 2008 წლიდან ითვლება, ბავშვები ყინულზე სრიალის წარმოდგენაზე წაიყვანა მოსკოვის "მეგასპორტ არენაზე". თვითმხილველების თქმით, ოლიმპიელს მარჯვენა ხელზე საქორწინო ბეჭედი ეკეთა და კამერების წინ მის დამალვას ცდილობდა. 63 წლის პუტინი, რომელიც 2013 წელს გაეყარა მეუღლე ლუდმილას, პირადი ცხოვრების შესახებ არასოდეს საუბრობს.

გავრცელებული ხმების თანახმად, პუტინის და კაბაევას ურთიერთობა საიდუმლო ქორწინებით დასრულდა, ნაწილი კი ირწმუნება, რომ ისინი დაშორდნენ. არსებული ინფორმაციით, 2008 წელს კაბაევამ ვაჟი გააჩინა, შვილის მამის სახელს კი საიდუმლოდ ინახავდა. 2012 წელს ყოფილი ტანმოვარჯიშე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, რისი მიზეზიც, როგორც ჭორები იუწყებოდა, ერთ-ერთ ძვირადღირებულ კლინიკაში მშობიარობა იყო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"