დონალდ ტრამპი - ისრაელო, მტკიცედ დადექი, 20 იანვარი ახლოვდება

დონალდ ტრამპი - ისრაელო, მტკიცედ დადექი, 20 იანვარი ახლოვდება

აშშ-ის ახლა არჩეულ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს ისრაელის აბუჩად აგდებას და უპატივცემლოდ მოპყრობას.

„ჩვენ არ შეგვიძლია გავაგრძელოთ ისრაელის ასე აბუჩად აგდება და უპატივცემულოდ მოპყრობა. ადრე აშშ ისრაელის მეგობარი იყო, მაგრამ ახლა უკვე არა. დასასრულის დასაწყისი იყო ირანთან მიღწეული საშინელი შეთანხმება და ახლი კი გაერო-ს რეზოლუცია! ისრაელო, მტკიცედ დადექი, 20 იანვარი მალე ახლოვდება“, - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშენებლობის შეწყვეტა მოსთხოვა. შესაბამისი რეზოლუცია გასულ კვირას გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას აშშ-მა თავი შეიკავა და ვეტო არ დაადო აღნიშნულ რეზოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ითხოვდა, რომ ეს დოკუმენტი არ მიეღოთ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14 წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას. რეზოლუცია ისრაელისგან მოითხოვს „პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშენებლობის დაუყოვნებლივ და სრულ შეწყვეტას“.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"