დევიდ ქემერონი შესაძლოა, ნატო-ს მომდევნო გენერალური მდივანი გახდეს

დევიდ ქემერონი შესაძლოა, ნატო-ს მომდევნო გენერალური მდივანი გახდეს

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი, დევიდ ქემერონი შესაძლოა, ნატო-ს მომავალი გენერალური მდივანი გახდეს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

როგორც ცნობილი გახდა, ამ თანამდებობაზე ქემერონის კანდიდატურას მხარს დაუჭერს ბრიტანეთის მოქმედი პრემიერი ტერეზა მეი და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი მაიკლ ფელონიც.

დევიდ ქემერონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2016 წლის ივნისში ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ დატოვა.

ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა 2018 წელს ეწურება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"