კომპანიის დირექტორი გადადგა მას შემდეგ, რაც მისმა თანამშრომელმა "ზედმეტი მუშაობის გამო" თავი მოიკლა

კომპანიის დირექტორი გადადგა მას შემდეგ, რაც მისმა თანამშრომელმა "ზედმეტი მუშაობის გამო" თავი მოიკლა

იაპონური სარეკლამო გიგანტის "Dentsu"-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პოსტი დატოვა მას შემდეგ, რაც მისმა თანამშრომელმა თავი მოიკლა.

თვითმკვლელობის მიზეზად კომპანიის პოლიტიკა დასახელდა, რომლის თანახმადაც, თანამშრომლებს ძალიან დიდი დამატებითი დროის გატარება უწევდათ სამსახურში.

კომპანიამ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი და დირექტორი ტადაში იში იანვრიდან დაკავებული თანამდებობიდან გადადგება. "დენცუში" 47 000 ადამიანი მუშაობს, კომპანია 140 ქვეყანაში ფუნქციონირებს.

აღმასრულებელი დირექტორის გადადგომის გარდა, Dentsu-მ გადაწყვიტა შეცვალოს კომპანიის მიერ 1951 წელს შემოღებული პრინციპები. ერთ-ერთი პრინციპის მიხედვით, მუშაობა "სიკვდილამდე იყო აუცილებელი". საუბარია მუშაობის 10 პრინციპზე, რომლებიც Dentsu-ს მეოთხე პრეზიდენტმა 1951 წელს დაწერა.

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში Dentsu მაშინ მოექცა, როცა გასულ შობას, 24 წლის თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა: გოგონა მაღალსართულიანი ოფისიდან, თავისი სამუშაო ოთახიდან გადმოხტა.

"მაიძულებენ ვიმუშაო შაბათს და კვირას" - წერდა მაცური ტაკაჰაში გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელში - "მართლა ძალიან მინდა ეს ყველაფერი დავამთავრო". როგორც გაირკვა, ერთ თვეში ტაკაჰაშის დამატებით 105 საათი აიძულეს ემუშავა.

მომზადებულია money.cnn.com-ს მიხევდით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"