მსოფლიოს 13 რეიტინგი, რომლებშიც საქართველო 2016 წელს მოხვდა

მსოფლიოს 13 რეიტინგი, რომლებშიც საქართველო 2016 წელს მოხვდა

2016 წელს გამოქვეყნებული მსოფლიოს სხვადასხვა რეიტინგიდან საქართველოს პოზიციები ზოგიერთში გაუმჯობესდა, ზოგიერთში კი პირიქით, გაუარესდა.

"ბიზნესპრესნიუსი" იმ რეიტინგების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებშიც 2016 წელს საქართველო მოხვდა.

"ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი"

2016 წლის "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში" საქართველოს მდგომარეობა ერთი საფეხურით გაუარესდა.

Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებულ ინდექსში, რომელსაც ორგანიზაცია The Wall Street Journal-თან ერთად აქვეყნებს, საქართველო მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის 72,6 ქულით 23-ე პოზიციას იკავებს. შარშანდელი მონაცემების მიხედვით, საქართველო 73 ქულით 22-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.

"საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია სამთავრობო ხარჯების მენეჯმენტის, ღია ბაზრებისა და მარეგულირებელი ეფექტურობის კუთხით. თუმცა, კვლავ შეშფოთებას იწვევს კანონის უზენაესობა", - ნათქვამია ანგარიშში.

"კეთილდღეობის ინდექსი"

საქართველომ "კეთილდღეობის ინდექსში" 149 ქვეყნიდან 84-ე ადგილი დაიკავა და შარშანდელთან შედარებით პოზიციები გაიუარესა. ასეთია ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, Legatum Institute-ის რეიტინგის შედეგები. 2015 წლის "კეთილდღეობის ინდექსში" საქართველო 80-ე ადგილს იკავებდა. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს განვითარებისთვის ყველაზე შემაფერხებელ ფაქტორს სოციალური კაპიტალი და გარემო წარმოადგენენ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (Global Enabling Trade Report) 2016 წლის რეიტინგში, საქართველომ პოზიცია გააუმჯობესა და 41-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგი 136 ქვეყანას აფასებს და ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. რეიტინგი ეკონომიკურ ინსტიტუტებს, პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას და სერვისებს აფასებს.

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში მსოფლიოს 138 ქვეყანას შორის საქართველო 59-ე ადგილზეა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 7 პოზიციით არის გაუმჯობესებული.

Doing Business 2017

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული - ნაცვლად შარშანდელი 23-ე ადგილისა, საქართველომ მე-16 ადგილზე გადაინაცვლა.  განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"