ახალი წლის ღამეს ტერაქტების საშიშროების გამო ევროპის ქვეყნებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

ახალი წლის ღამეს ტერაქტების საშიშროების გამო ევროპის ქვეყნებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ევროპის ქვეყნებმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ახალი წლის ღამეს, საფრანგეთის მოსახლეობის უსაფრთხოებას 96 000 პოლიციელი და სამხედრო დაიცავს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ ტერაქტების საშიშროების გამო მიიღო. ფრანგული სპეცსამსახურები რადიკალი ისლამისტებისგან მოსალოდნელ თავდასხმებს არ გამორიცხავენ.

ანალოგიურ ღონისძიებას მიმართა გერმანიის ხელისუფლებამაც. 19 დეკემბერს ბერლინში განხორციელებული სისხლიანი ტერაქტის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, რეიდები ხორციელდება. გერმანიის ქალაქებსა და სოფლებში სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობა პატრულირებს.

უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია იტალიაში, ნიდერლანდებსა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"