ახალი წლის კოშმარი სტამბოლში: სანტას ფორმაში ჩაცმულმა თავდამსხმელმა ღამის კლუბში 40 ადამიანი დახოცა

ახალი წლის კოშმარი სტამბოლში: სანტას ფორმაში ჩაცმულმა თავდამსხმელმა ღამის კლუბში 40 ადამიანი დახოცა

ახალი წლის ღამეს სტამბოლში უმძიმესი შემთხვევა მოხდა: ღამის კლუბში შეჭრილმა თავდამსხმელმა 40-მდე ადამიანი დახოცა, კიდევ 70-ს კი ჭრილობები მიაყენა. კლუბში შეკრებილები ახალ წელს აღნიშნავდნენ, რა დროსაც, სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა.

პროვინციის გუბერნატორმა ვასიპ საჰინმა მედიასთან განაცხადა, რომ თავდამსხმელმა პოლიციელი და ერთი მოქალაქე მოკლა კლუბის გარეთ, გამთენიისას, დაახლოებით 1:45 საათზე, შემდეგ კი კლუბში შეიჭრა და წვეულების სტუმრებს გაუხსნა ცეცხლი. მანვე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, აიღო თუ არა ვინმემ პასუხისმგებლობა მასზე.

ქვეყნის შს მინისტრის განცხადებით, თავდასხმელზე დევნა მიმდინარეობს და იმედი გამოთქვა, რომ მას უახლოეს მომავალში დააკავებენ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"