ამბოხება ბრაზილიის ციხეში - გარდაცვლილია 60 ადამიანი და გაქცეულია 130 პატიმარი

ამბოხება ბრაზილიის ციხეში - გარდაცვლილია 60 ადამიანი და გაქცეულია 130 პატიმარი

ბრაზილიაში, ქალაქ მანაუსში ციხეში ამბოხების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, - იუწყება ბრაზილიური ტელეარხი Globo.

გავრცელებული ინფორმაციით, ციხეში ამბოხება კვირას დაიწყო და 17 საათი გრძელდებოდა. ამბოხების ჩახშობა მხოლოდ გუშინ მოხერხდა.

ამბოხება ციხეში მყოფი ორი ბანდის ერთმანეთთან დაპირისპირებით დაიწყო.

"ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს იყო დიდი დაჯგუფების თავდასხმა პატარა დაჯგუფებაზე კონკურენციის აღმოფხვრის მიზნით", - განაცხადა ამაზონიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მდივანმა სერჟიუ ფონტესმა.

აღსანიშნავია, რომ ამბოხების შედეგად ციხიდან 130 პატიმარი გაიქცა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"