5 ვალუტა, რომელიც 2016 წელს ყველაზე მეტად გაუფასურდა

5 ვალუტა, რომელიც 2016 წელს ყველაზე მეტად გაუფასურდა

2016 წელს დოლართან მიმართებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა.

CNN Money იმ ვალუტების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებიც ყველაზე მეტად გაუფასურდა 2016 წელს.

ეგვიპტური გირვანქა - 59%

ნოემბერში ეგვიპტემ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო ეროვნული ვალუტის თავისუფალ ცურვაში გაშვების თაობაზე. ამ მცდელობის მიზანი იყო ღრმა ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქება და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სესხის უზრუნველყოფა. ეგვიპტეს ეროვნული ვალუტა ერთბაშად 48%-ით გაუფასურდა აშშ დოლართან მიმართებაში, წლის ბოლოს კი გაუფასურების მაჩვენებელი 59%-მდე ავიდა.

ნიგერიული ნაირა - 37%

მთელი 2016 წლის განმავლობაში ნიგერია ნავთობის დაბალი ფასების პრობლემას ებრძოდა, რამაც გავლენა მოახდინა ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე. ნიგერიის შემოსავლების 70% ნავთობზეა დამოკიდებული. შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 37%-ით გაუფასურდა.

თურქული ლირა - 18%

ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქული ლირა 6%-ით გაუფასურდა. წლის მეორე ნახევარში ეს ტენდენცია გაგრძელდა, რასაც მოჰყვა წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ თურქეთის საკრედიტო რეიტინგის შემცირება. დეკემბრის ბოლოსთვის თურქული ლირის გაუფასურებამ დოლართან მიმართებაში 18%-ს მიაღწია.  განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"