სტამბოლის ღამის კლუბზე განხორციელებულ ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილი ყირგიზეთის მოქალაქეა

სტამბოლის ღამის კლუბზე განხორციელებულ ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილი ყირგიზეთის მოქალაქეა

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს სტამბოლის ღამის კლუბში ტერორისტული აქტის ჩადენაში მთავარი ეჭვმიტანილი ყირგიზეთის მოქალაქე, 28 წლის იახე მაშრაპოვია.

გავრცელდა მისი პასპორტის სურათი, რომელიც ეჭვმიტანილმა ერთი თვის წინ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისას გამოიყენა.

მიმდინარეობს იდენტიფიცირებული პირის ძებნა.

1 იანვარს სტამბოლში ღამის კლუბ Reina-ზე თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

სტამბოლში ღამის კლუბზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "დაეშმა" (ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" არაბული აკრონიმი) აიღო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"