დიდთოვლობის გამო სტამბოლი პარალიზებულია

დიდთოვლობის გამო სტამბოლი პარალიზებულია

დიდთოვლობის გამო თურქეთის ქალაქი სტამბოლი პარალიზებულია. გასული ღამის განმავლობაში ნალექის სიმაღლემ 65 სანტიმეტრს მიაღწია. ავიაკომპანია Turkish Airlines-მა ათათურქის აეროპორტის 471 საერთაშორისო რეისის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, შეზღუდვებია შიდა რეისებზეც.

დღეს ათათურქის აეროპორტში საკუთარ რეისს 20 ათასამდე ადამიანი ელოდა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები ცნობით, მათ საკვებით უზრუნველყოფდნენ.

სააგენტო "დოღანის" ინფორმაციით, რეისების ნაწილი გაზიანთეფის აეროპორტში გადაამისამართეს.

უამინდობამ საცობები მთავარ მაგისტრალებზეც შექმნა. ადამიანები უკვე 10 საათის განმავლობაში ელიან მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებას.

შესაბამისი ზომები მიიღო სანაპირო დაცვამაც. მათ ბოსფორის სრუტის გავლით გემების მიმოსვლა შეაჩერეს. უამინდობის გამო გახშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევები. მეტრო მგზავრებს მთელი ღამის განმავლობაში ემსახურებოდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, სტამბოლში უამინდობა რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"