ბარაქ ობამას გამოსამშვიდობებელი სიტყვა: პრეზიდენტის ემოციური, ბოლო მიმართვა

ბარაქ ობამას გამოსამშვიდობებელი სიტყვა: პრეზიდენტის ემოციური, ბოლო მიმართვა

ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ვადის ოფიციალურ ამოწურვამდე 9 დღე რჩება. 10 იანვარს, აშშ-ის "მიმავალი პრეზიდენტი" უკანასკნელად წარსდგა ამერიკელი ხალხის წინაშე და მათ გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა:

"ჩემო ძვირფასო ამერიკელებო, ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო თქვენ სამსახურში ყოფნა. გაჩერებას არ ვაპირებ, მე ისევ თქვენს გვერდით ვიქნები როგორც მოქალაქე, სიცოცხლის ბოლომდე. ახლა კი თქვენთვის, ახალგაზრდებისთვის, თუ გულით ახალგაზრდებისთვის, ერთი უკანასკნელი თხოვნა მაქვს თქვენი პრეზიდენტის რანგში, ის თხოვნა, რომელიც რვა წლის წინ მქონდა, როდესაც შანსი მომეცით.

იხილეთ ვიდეო

მე გთხოვთ, რომ ირწმუნოთ. არა ჩემი შესაძლებლობისა, ცვლილებების მოტანის კუთხით, არამედ საკუთარის. გთხოვთ, რომ ამ რწმენას ჩაეჭიდოთ, რომელიც ჩვენ დამფუძნებელ დოკუმენტებში წერია. იდეას, რომელსაც მონები ჩურჩულებდნენ, რომელსაც ემიგრანტები ღიღინებდნენ და ისინი, ვინც სამართლიანობის დასაცავად გამოდიოდა. იდეა, რომელიც ყველა ამერიკელის ფესვებშია, ვისი ისტორიაც ჯერ არ დაწერილა:

დიახ, ჩვენ ეს შეგვიძლია.

დიახ ჩვენ ეს შევძელით.

დიახ, ჩვენ ეს შეგვიძლია.

მადლობა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თქვენ და მთელი ამერიკა!" - ასე დაასრულა ქვეყნის 44-ე პრეზიდენტმა გამოსამშვიდობებელი სიტყვა.

ობამამ გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც თავის მეუღლეს, აშშ-ის პირველ ლედის მიშელ ობამას მიმართა.

ბარაქ ობამას თქმით, მიშელი არა მხოლოდ მისი მეუღლე, არამედ მისი საუკეთესო მეგობარია. "ბოლო 25 წლის განმავლობაში შენ არა მხოლოდ ჩემი მეუღლე, არამედ ჩემი საუკეთესო მეგობარიც ხარ. შენს თავზე ის როლი აიღე, რომელიც არ გითხოვია. შენ თეთრი სახლი იმ ადგილად აქციე, რომელიც ყველას ეკუთვნის. მე ვამაყობ შენით. ქვეყანა ამაყობს შენით", - ასე მიმართა ბარაქ ობამამ მეუღლეს.

ობამამ ასევე მიმართა თავის შვილებს და აღნიშნა, რომ "ყველაზე დიდ სიამაყეს განიცდის იმის გამო, რომ მათი მამაა".

მან ასევე მოიხსენია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დასძინა, რომ მისი სახით ძმა შეიძინა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"