მაკკეინმა პუტინს "მკვლელი", "ბანდიტი" და "კა გე ბეს პროდუქტი" უწოდა

მაკკეინმა პუტინს "მკვლელი", "ბანდიტი" და "კა გე ბეს პროდუქტი" უწოდა

"რესპუბლიკელ" სენატორს ჯონ მაკეინს ვაშინგტონსა და კრემლს შორის ურთიერთობების მორიგი "გადატვირთვის" არ სჯერა.

"მე ვნახე სამი პრეზიდენტი, ბუში, კლინტონი და ობამა, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ისინი შეძლებენ ვლადიმერ პუტინთან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა DW-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მაკკეინის თქმით, პუტინთან ურთიერთობის ერთადერთი სტრატეგია რონალდ რეიგანის პრინციპისკენ დაბრუნებაა - "მშვიდობის ძალის მეშვეობით მიღწევა".

"ერთადერთი, რისი გაგებაც ვლადიმერ პუტინს შეუძლია, არის ძალა, რომ აგრესიის ფასი უფრო მაღალი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ის, რომლის გადახდისთვის ის მზად არის", - აღნიშნა მაკკეინმა და პუტინს "მკვლელი", "ბანდიტი" და "კა გე ბეს პროდუქტი" უწოდა.

მაკკეინმა ასევე გააკეთა კომენტარი ტრამპის პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ ტრამპმა ჰაკერულ შეტევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"