ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებთან შეტაკებისას თურქეთის ჟანდარმერიის ორი თანამშრომელი დაიღუპა

ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებთან შეტაკებისას თურქეთის ჟანდარმერიის ორი თანამშრომელი დაიღუპა

თურქეთის ჟანდარმერიის ორი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაშავდა ბითლისის პროვინციაში ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებთან შეტაკებისას. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ბითლისის პროვინციის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას, რომელიც 12 იანვარს დაიწყო, ჟანდარმერიის მხრიდან თათვანის რაიონში ორი თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო კიდევ ორი თანამშრომელი დაშავდა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოპერაცია გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

2015 წლის ივლისში, თურქეთში, ქურთისტანის მუშათა პარტიასთან შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შემდეგ, ქურთი მეამბოხეების თავდასხმების შედეგად, 800 თურქი პოლიციელი და სამხედრო და 300-ზე მეტი სამოქალაქო პირი გარდაიცვალა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"