დონალდ ტრამპი: "ნატო მოძველდა"

დონალდ ტრამპი: "ნატო მოძველდა"

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ ნატო-ს პრობლემები აქვს და ალიანსი მოძველებული ორგანიზაციაა. აღნიშნულის შესახებ მან გერმანულ Bild-თან და ბრიტანულ Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

"უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ ნატო-ს პრობლემები აქვს. ნატო მოძველდა, ვინაიდან, როგორც იცით, ეს ორგანიზაცია ბევრი წლის უკან დაიგეგმა. წევრი ქვეყნები არ იხდიან იმ თანხას, რაც უნდა გადაიხადონ", - განაცხადა მან.

მისი თქმით, აშშ იძულებულია დაიცვას ეს ქვეყნები.

"ეს უსამართლოა აშშ-სთან მიმართებაში", - თვლის აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი.

ამჟამად, ტრამპის თქმით, ნატო-ს მხოლოდ ხუთი წევრი ქვეყანა ხარჯავს თავდაცვაზე იმას, რაც გადასახდელი აქვთ.

"დიდი ბრიტანეთი იხდის. სულ ხუთი ქვეყანაა, რომელიც იხდის იმას, რაც გადასახდელი აქვთ. ეს ცოტაა", - აღნიშნა მან.

"მაგრამ მიუხედავად ამისა, ნატო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - დასძინა დონალდ ტრამპმა.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"