მექსიკაში ღამის კლუბში სროლების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში ღამის კლუბში სროლების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა მექსიკაში, კურორტ პლაია-დელ-კარმენზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დროს მომხდარი სროლებისას. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

წინასწარი მონაცემებით, ისროდა ერთი ადამიანი, რომელმაც ცეცხლი ერთ-ერთ ღამის კლუბში გახსნა.

ქალაქის მერის კრისტინა ტორესის ინფორმაციით, სროლების გამო წარმოქმნილი ჭყლეტის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.

"როიტერის" ინფორმაციით, მოკლულთა შორის უსაფრთხოების სამსახურის სამი თანამშრომელია. "ფრანსპრესის" ინფორმაციით კი, დაღუპულია სამი უცხოელი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"