დონალდ ტრამპის მრჩეველი რუსეთის სანქციებზე - რუსები მზად იქნებოდნენ თოვლი ეჭამათ, რათა გადარჩენილიყვნენ

დონალდ ტრამპის მრჩეველი რუსეთის სანქციებზე - რუსები მზად იქნებოდნენ თოვლი ეჭამათ, რათა გადარჩენილიყვნენ

რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არაეფექტური აღმოჩნდა, - ამის შესახებ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში რუსული სააგენტო "ტასს"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის მრჩეველმა ბიზნესთან ურთიერთობების საკითხებში ენტონი სკარამუჩიმ განაცხადა.

"სანქციებს გარკვეულწილად უკუეფექტი ჰქონდა რუსი ხალხის ხასიათის გამო. ვფიქრობ, რუსები მზად იქნებოდნენ თოვლი ეჭამათ, რათა გადარჩენილიყვნენ. ჩემი გაგებით, სანქციებმა გააერთიანა თქვენი ერი თქვენი პრეზიდენტის ირგვლივ. მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში შეიძლება თუ არა რომ სანქციები უფრო მტკივნეული, ეფექტური იყოს? პასუხია - კი. სხვაგვარად მათ არ გამოიყენებდნენ", - განაცხადა აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის მრჩეველმა.

მისი თქმით, "რუსეთსა და აშშ-ის ბევრი საერთო ამოცანა აქვთ".

"ვფიქრობ, სანქციები არ იყო საუკეთესო რამ, მაგრამ ამავდროულად რუსეთის მთავრობის ქმედებები საერთაშორისო საზოგადოებამ არ მიიღო. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა უკეთესი შეთანხმების მიღწევას", - აღნიშნა ენტონი სკარამუჩიმ.

აშშ-მა შესაძლოა რუსეთს გარკვეული სანქციები მოუხსნას თუ ვაშინგტონი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მიაღწევს შეთანხმებას ბირთვული შეიარაღების მნიშვნელოვან შემცირებაზე. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანულ Bild-თან და ბრიტანულ Times-თან გუშინ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"