მექსიკაში, ამერიკულ სკოლაში 15 წლის მოსწავლემ თანაკლასელებსა და მასწავლებელს ესროლა

მექსიკაში, ამერიკულ სკოლაში 15 წლის მოსწავლემ თანაკლასელებსა და მასწავლებელს ესროლა

მექსიკაში, ამერიკულ კერძო სკოლაში 15 წლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც მოკლულია, სულ მცირე, სამი ადამიანი. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

"ფრანსპრესს" სამოქალაქო თავდაცვის სამსახურში განუცხადეს, რომ არიან დაჭრილებიც, რომელთა რაოდენობა ხუთს შეადგენს. მოკლულები და დაჭრილები დამნაშავის კლასელები არიან.

"როიტერი" მექსიკის ნუევო-ლეონის შტატის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამი ადამიანის სიკვდილი ჯერ არ დასტურდება. მათივე ცნობით, ამ დროისთვის დადასტურებულია მხოლოდ ორი მოსწავლისა და მასწავლებლის დაჭრის შესახებ ინფორმაცია. ასევე ცნობილია, რომ დამნაშავე თავის მოკვლას შეეცადა, რაც ვერ მოახერხა.

"ასოშიეითიდ პრესი" კი ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას, რომ მასწავლებელი, მოსწავლე და დამნაშავე მძიმედ არიან დაჭრილები. ამასთან, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპულია სამი ადამიანი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"