ვაშინგტონში დღეს ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება - ცერემონიის დეტალები

ვაშინგტონში დღეს ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება - ცერემონიის დეტალები

ვაშინგტონში დღეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება.

დილით ადრე დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი თავიანთ ოჯახებთან ერთად წმინდა იოანეს ეკლესიას ეწვევიან. ამის შემდეგ ბარაქ ობამა და მიშელ ობამა ტრამპსა და მის მეუღლეს თეთრ სახლში მიიღებენ.

თბილისის დროით 18:30 საათზე ინაუგურაციის ცერემონია გაიხსნება მუსიკალური პერფორმანსით.

თბილისის დროით 21:00 საათზე ტრამპი ფიცს დადებს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გლოვერ რობერტსის თანდასწრებით. ფიცის დადებისას ორ ბიბლიას გამოიყენებენ: აბრაამ ლინკოლნის პირადი ბიბლია, რომელიც ინაუგურაციის ცერემონიის განუყოფელ ნაწილად იქცა და ტრამპის პირად ბიბლიას, რომელიც მას დედამისმა 1955 წელს აჩუქა.

ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრებიან აშშ-ის კონგრესის წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები. ასევე ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი დაესწრებიან.

აშშ-ის ეროვნულ ჰიმნს შეასრულებს 16 წლის მომღერალი ჯეკი ივანკო, რომელიც ცნობილი გახდა ტელეშოუში America’s Got Talent მონაწილეობის შემდეგ.

დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად უკვე დედაქალაქში იმყოფება და ცერემონიისთვის საჭირო ბოლო დეტალებს გადის. სპეციალურად ღონისძიებისთვის ქალაქსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები უპრეცედენტოდ გაძლიერებულია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"