რა აჩუქა მელანია ტრამპმა მიშელ ობამას?

რა აჩუქა მელანია ტრამპმა მიშელ ობამას?

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციამდე რამდენიმე წუთით ადრე, თეთრ სახლში მივიდა, სადაც წინამორბედ ბარაკ ობამას არაფორმალურ გარემოში შეხვდა.

ობამების წყვილი შესასვლელში შეეგება ტრამპების წყვილს. ოფიციალური მოკითხვის შემდეგ ახალმა პირველმა ლედიმ წინამორბედს ცისფერი ყუთი გადასცა, რომელშიც მიშელ ობამასთვის საჩუქარი იდო.

ამერიკულმა მედიამ უკვე გაარკვია რა არის ეს საჩუქარი. ცისფერი ყუთი თეთრი ლენტით - ეს ცნობილი ამერიკული საიუველირო ბრენდის Tiffany & Co-ს სავიზიტო ფერი და შეფუთვაა. ბრენდი ცნობილია მისი მდიდრული სამკაულებით, რომელთა უმრავლესობა ბრილიანტის ექსკლუზიური ნაკეთობაა. შესაბამისად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მელანიამ მიშელს საკმაოდ ძვირადღირებული ბრილიანტის სამკაული უსახსოვრა.

Tiffany & Co-ს არჩევა მელანია ტრამპის მხრიდან სიურპრიზი არ არის - ნიუ იორკში, მეხუთე ავენიუზე ამ ბრენდის მაღაზია სწორედ ტრამპ თაუერის გვერდით მდებარეობს და სხვათა შორის, ტრამპის ერთ-ერთ ქალიშვილს, რომელიც პრეზიდენტს მეორე მეუღლესთან ჰყავს, სწორედ ამ ძვირადღირებული ბრენდის პატივსაცემად დაარქვეს ტიფანი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"