რა გამოხმაურება მოყვა პრესაში ინაუგურაციაზე პირველი ლედის ჩაცმულობას

რა გამოხმაურება მოყვა პრესაში ინაუგურაციაზე პირველი ლედის ჩაცმულობას

ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პირველი ლედი თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. მას რალფ ლორენის შექმნილი მანტო ეცვა, რომელსაც აღფრთოვანებული შეფასებები მოყვა და ის ჟაკლინ კენედისაც შეადარეს. ინაუგურაციის შემდეგ გამართულ მეჯლისზე კი პირველი ლედი ელეგანტურ თეთრ კაბაში წარსდგა, რომელიც დიზაინერ ჰერვ პიერს ეკუთვნოდა. პიერი კაროლინა ჰერერას მოდის სახლის ყოფილი კრეატიული დირექტორია. კაბა მელანიას დიზაინით შეიქმნა.

იხილეთ ვიდეო| აშშ-ს პირველი ლედის მანტო და სხვების ჩაცმულობა ინაუგურაციაზე პრესის მთავარი განხილვის თემაა

”ჩემთვის დიდი პატივია პირველი ლედის შემოსვა. ძალიან გამიმართლა იმიტომ, რომ ბოლო ოცი წლის მანძილზე ყველა პირველი ლედისთვის მაქვს კაბები შეკერილი”, - ამბობს დიზაინერი. მედიაში აღნიშნავენ, რომ მელანიას კაბა მოკრძალებული სილამაზით გამოირჩეოდა, მინიმალისტურ სტილში. პრეზიდენტის ქალიშვილის, ივანკას კაბა კი ანიმაციური პრინცესების ჩაცმულობას მოგაგონებდათ.  იხილეთ ყველა მნიშვნელოვანი მომენტი ერთ ვიდეოში

მომზადებულია yahoo.com-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: ტრამპის ვაჟის ემოცია მამის ინაუგურაციის დღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"