ჯორჯ ბუში უმცროსი ინაუგურაციაზე საწვიმართან კონფრონტაციაში შევიდა

ჯორჯ ბუში უმცროსი ინაუგურაციაზე საწვიმართან კონფრონტაციაში შევიდა

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დროს წვიმა წამოვიდა, რის გამოც შეკრებილ სტუმრებს საწვიმარი მოსასხამები დაურიგეს. განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსს იმისთვის, რომ პლასტიური პონჩო გადაეცვა. რასაკვირველია, ეს შერკინება ყოფილ პრეზიდენტსა და საწვიმარს შორის არ გამორჩენიათ ოპერატორებს. ბუშის გამომეტყველება სირთულესთან გამკლავების დროს ძალიან სასაცილოა და უკვე გახდა სოცქსელებსა თუ მასმედიაში ხუმრობების ნავიგატორი. შეწუხებულმა ბუშმა, როდესაც მიხვდა, რომ ვერ გაუმკლავდებოდა პონჩოს, ის უბრალოდ გადაიფარა თავზე და მისკენ მიშვერილ კამერებს ღიმილიანი სახით გახედა.

მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"