"ვნახოთ, რას გააკეთებს ტრამპი" - რომის პაპი

"ვნახოთ, რას გააკეთებს ტრამპი" - რომის პაპი

რომის პაპი პოლიტიკაში პოპულიზმის ზრდის საფრთხეზე საუბრობს. პონტიფიკოსი შიშობს, რომ პოლიტიკურმა კრიზისებმა, შესაძლოა, დიქტატურების გაჩენამდე მიგვიყვანოს, როგორც ეს გერმანიისა და ჰიტლერის შემთხვევაში მოხდა. განცხადება ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ ესპანურ გამოცემა El Pais-თან დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გაკეთა.

რომის პაპმა უარყოფით კონტექსტში განიხილა სხვადასხვა ქვეყნის საზღვარზე მავთულხლართებისა და კედლების გაჩენის ფაქტი, რომელიც მიზნად მიგრანტთა ნაკადის გაკონტროლებას ისახავს.

პაპმა ფრანცისკემ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის შეფასებისგან თავი შეიკავა და დასძინა: "ვნახოთ, რას გააკეთებს ტრამპი".

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"