ყველაზე ძლიერი ტყის ხანძარ ბოლო ათწლეულების განმავლობაში - ჩილეში საგანგებო მდგომარეობაა

ყველაზე ძლიერი ტყის ხანძარ ბოლო ათწლეულების განმავლობაში - ჩილეში საგანგებო მდგომარეობაა

ჩილეს ცენტრალურ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყანა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ტყის ხანძარს ებრძვის.

ტყეს ცეცხლი დაახლოებით ერთი კვირის წინ გაუჩნდა და ანომალიური სიცხის გამო სწრაფად გავრცელდა. ამ დროისთვის ხანძარმა 63 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი მოიცვა, ჩილეს ზოგიერთ პროვინციაში ხანძრის დაახლოებით 70 კერაა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარმა ყველაზე მეტად ლიბერტადორ-ჰენერალ-ბერნარდო-ო’ჰიგინსის ცენტრალური ოლქი დააზარალა, სადაც ცეცხლი 45 ათას ჰექტარზეა გავრცელებული.

ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 200 ადამიანი დაზარალდა, დაინგრა 40-მდე სახლი. ჩილეს პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა დახმარება საფრანგეთის პირველ პირს ფრანსუა ოლანდს სთხოვა, რომელიც ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"