შტაინმაიერი - ტრამპის გაპრეზიდენტებამ ერა დაასრულა

შტაინმაიერი - ტრამპის გაპრეზიდენტებამ ერა დაასრულა

დონალდ ტრამპის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება ის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელმაც ერა დაასრულა. ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის ახალი ლიდერის ინაუგურაციას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი.

"დოიჩე ველეს" განმარტებით, 60 წლის დიპლომატი გერმანიის პოლიტელიტას შორის ტრამპისადმი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი აღმოჩნდა. ნოემბერში ტრამპის არჩევის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მან მსოფლიო ლიდერები გააფრთხილა, რომ აშშ-სთან ორმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო მეტად გართულდებოდა.

გერმანულ ტაბლოიდ "ბილდში" დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ მეოცე საუკუნის ძველი ეპოქა საბოლოოდ დასრულდა, თუმცა, აქვე განმარტა, რომ მსოფლიოს მომავალი ჯერ მკვეთრად გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ის უკეთესობისკენ არ იცვლება.

"როგორც ყოველთვის, როდესაც ხელისუფლება იცვლება მას თან ახლავს გაუგებრობა, ეჭვი, კითხვის ნიშნები ახალი ლიდერის არჩეულ კურსთან დაკავშირებით, თუმცა დღეს არსებულ გლობალურ უწესრიგობაში საუბარი უფრო მეტზეა", - აღნიშნა შტაინმაიერმა. გერმანიის პირველმა დიპლომატმა განმარტა, რომ გერმანია შეეცდება აქტიური დიალოგი ჰქონდეს ტრამპის ადმინისტრაციასთან და ხაზგასმით დააფიქსიროს საკუთარი პოზიციები, ღირებულებები და ინტერესები.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"