ტრამპის ხუთეული: გაიცანით აშშ-ის პრეზიდენტის შვილები

ტრამპის ხუთეული: გაიცანით აშშ-ის პრეზიდენტის შვილები

ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი "პირველი ოჯახი" ჰყავს.

დონალდ ტრამპის მთავარ სიმდიდრეს მისი ხუთი შვილი წარმოადგენს. თეთრი სახლის ახალ ლიდერს პირველი ცოლისგან, ივანასგან, სამი შვილი- დონალდ უმცროსი, ერიკი და ივანკა ჰყავს, მეორე მეუღლისგან, მარლასგან, ქალიშვილი ტიფანი, შეეძინა, ახალი პირველი ლედისგანს კი ბარონი ჰყავს.

ყურადღების ცენტრში გაზრდილმა ტრამპის უფროსმა შვილებმა წარმატებისა და ბედნიერების მიღწევა ზედმეტი ყურადღების გარეშე შეძლეს, მაშინ როდესაც ტიფანი ხშირად ხვდებოდა "მდიდარი ბავშვების" ჩარტებში. ბარონი კი ძირითად დროს ტრამპ ტაუერში ხეტიალში ატარებს.

და მაინც, ვინ არიან დონალდ ტრამპის შთამომავლები?

დონალდ უმცროსი, ივანას 39 წლის შვილი

დონალდ უმცროსი ახლა ხუთი შვილის მამაა. ის 12 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები განქორწინდნენ. უმცროსი და-ძმისგან განსხვავებით, ის არაკეთილმოსურნეთა გამონათქვამებსა და სტატიების არასასიამოვნო სათაურებს იმ დროისთვის უკვე მტკივნეულად აღიქვამდა.

ბავშვობაში დედის მხრიდან თავის ბაბუასთან, განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ზაფხულის არდადეგებზე ყველაზე დიდ სიამოვნებას ნადირობისა და თევზაობისგან იღებდა. კოლეჯში შესვლის მომენტიდან, ის მამის კვალს გაჰყვა, როგორც უფროსი დონალდის შთამომავლების უმეტესობა.

2001 წელს, კოლეჯის დასრულების შემდეგ, სამუშაოდ მამის კომპანიაში წავიდა. ამჟამად, ტრამპის ორგანიზაციაში განვითარებისა და შესყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

ივანკა, ივანას 35 წლის შვილი

ივანკამ ტრამპების ოჯახში თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია. წაიკითხეთ გაგრძელება

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"