იტალიაში სამაშველო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში სამაშველო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ იტალიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ვერტმფრენი მთიან რეგიონ ამბრუცოში, 1600 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა, რომელსაც კამპო ფელიჩედან პროვინცია აკვილას საავადმყოფოსკენ ტრავმირებული მოთხილამურე გადაჰყავდა.

ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი, ორი მაშველი, ექიმი და დაშავებული სპორტსმენი იმყოფებოდა. ვარდნის შედეგად ვერტმფრენი მთლიანად დაიშალა. ადგილი, სადაც ის ჩამოვარდა, მაშველებისთვის ძნელად მისადგომი აღმოჩნდა, რასაც ნისლი და ძლიერი თოვა უშლიდა ხელს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"