დონალდ ტრამპმა 2017 წლის 20 იანვარი - ინაუგურაციის დღე ეროვნული პატრიოტიზმის დღედ გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა 2017 წლის 20 იანვარი - ინაუგურაციის დღე ეროვნული პატრიოტიზმის დღედ გამოაცხადა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი ინაუგურაციის დღე პატრიოტიზმის ეროვნულ დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ "ვაშინგტონ პოსტი" იუწყება.

დოკუმენტი ფედერალურ მთავრობას უკვე გადაეცა, რათა 20 იანვარი ოფიციალურად გამოცხადდეს პატრიოტიზმის დღედ.

"მე, დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ჩემდამი მონიჭებული უფლებამოსილებით 2017 წლის 20 იანვარს ეროვნული პატრიოტიზმის დღედ ვაცხადებ იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გავამყაროთ ერთმანეთთან კავშირები და განვაახლოთ მთავრობის მოვალეობები ხალხისადმი. ჩვენი კონსტიტუცია დაწერილია პერგამენტზე, მაგრამ ის ცოცხლობს ამერიკელი ხალხის გულში.

არ არსებობს თავისუფლება იქ, სადაც ხალხი არ ენდობა მას, იქ არ არსებობს თავისუფლება, კანონი არ არსებობს იქ; სადაც ხალხი არ მისდევს მას და არ არსებობს მშვიდობა იქ, სადაც ხალხი არ ლოცულობს მისთვის", - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"