იური ლუცენკო - უკრაინას აქვს ყველა საფუძველი, რუსეთს არ გადასცეს გია ცერცვაძე

იური ლუცენკო - უკრაინას აქვს ყველა საფუძველი, რუსეთს არ გადასცეს გია ცერცვაძე

უკრაინას აქვს ყველა საფუძველი იმისთვის, რომ რუსეთს არ გადასცეს ქართველი გია ცერცვაძე, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა ძალებში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ დაწერა.

ის წერს, რომ 24 იანვარს პირადად ესაუბრა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მყოფ ქართველ სამხედროებს, საქართველოს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და ქართული ოპოზიციის წარმომადგენელ გივი თარგამაძეს.

"მათი მხრიდან მომართვამ, ასევე საერთაშორისო კონვენციების დებულებათა ანალიზმა მოგვცა საფუძველი არა მხოლოდ იმისთვის, რომ გია ცერცვაძე გათავისუფლდეს პატიმრობიდან, არა მხოლოდ საექსტრადიციო შემოწმების პერიოდში, არამედ სამომავლოდაც უარი ეთქვას რუსეთის ფედერაციას იმ ადამიანის გადაცემაში, რომელიც უკრაინასა და საქართველოს ეხმარებოდა რუსული აგრესიისგან თავდაცვაში", - წერს ლუცენკო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"