მოსკოვში ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის პირველი ლიდერი გარდაიცვალა

მოსკოვში ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის პირველი ლიდერი გარდაიცვალა

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის პირველი ლიდერი ვალერი ბოლოტოვი, მოულოდნელად, მოსკოვში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" მის მომხრეებზე დაყრდნობით იუწყება.

"ვალერი ბოლოტოვი, წინასწარი მონაცემებით, გულის შეტევით, დღეს, მოსკოვში, საკუთარ ბინაში გარდაიცვალა. ის მოულოდნელად შეუძლოდ გახდა", - განაცხადა საინფორმაციო ცენტრ "სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის" ხელმძღვანელმა კონსტანტინ კნირიკმა.

ვალერი ბოლოტოვი 2014 წლის აპრილში ლუგანსკის ოლქის მცხოვრებლებს მოუწოდებდა, ღიად გამოსულიყვნენ კიევის ხელისუფლების წინააღმდეგ, რის შემდეგაც ის ჯერ ლუგანსკის "სახალხო გუბერნატორად", შემდეგ კი ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელად აირჩიეს.

2014 წლის 14 აგვისტოს ბოლოტოვი დაჭრეს, რაც მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი გახდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"