ტერეზა მეის თანმხლები ჟურნალისტები თეთრ სახლში არ შეუშვეს

ტერეზა მეის თანმხლები ჟურნალისტები თეთრ სახლში არ შეუშვეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის თეთრ სახლში სტუმრობას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ბრიტანელი ჟურნალისტები, რომლებიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის აშშ-ში ვიზიტისას ახლავს, თეთრ სახლში არ შეუშვეს.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის მიზეზი ამერიკაში არსებული ადამიანის დაბადების თარიღის შევსების განსხვავებული ფორმატია, სადაც ევროპისგან განსხვავებით, ჯერ თვე, შემდეგ კი დაბადების რიცხვი და წელი" იწერება.

"ბრიტანელი ჟურნალისტები თეთრი სახლის გარეთ დატოვეს, რადგან ჩვენი დაბადების თარიღები ბრიტანული ფორმატით არის ჩაწერილი და ამერიკის სპეცსამსახურებს ეს არ ესმით. ის, ვინც 12 რიცხვის მერეა დაბადებული, შენობაში შეუშვეს", - წერს "თვითერის" გვერდზე ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემის რედაქტორი ჯიმ უოთერსონი.

ტერეზა მეი დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონში დღეს ჩავიდა. ის პირველია მსოფლიო ლიდერებს შორის, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ შეხვდება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"