დონალდ ტრამპი - დევნილის სტატუსის შესახებ განაცხადების განხილვისას პრიორიტეტს სირიელ ქრისტიანებს მივანიჭებთ

დონალდ ტრამპი - დევნილის სტატუსის შესახებ განაცხადების განხილვისას პრიორიტეტს სირიელ ქრისტიანებს მივანიჭებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დევნილის სტატუსის მიღების შესახებ განაცხადების განხილვისას პრიორიტეტს სირიელ ქრისტიანებს მიანიჭებს.

Christian Broadcasting Network-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპს ჰკითხეს მიანიჭებს თუ არა პრიორიტეტს ქრისტიანებს.

"დიახ, მათ სასტიკად ეპყრობიან. თუ თქვენ ხართ ქრისტიანი სირიიდან შეუძლებელია, როგორც მინიმუმ ძალიან რთულია, აშშ-ში მოხვედრა. თუ თქვენ მუსლიმი ხართ, ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ თუ ქრისტიანი ხართ, ეს თითქმის შეუძლებელი იყო“, - განაცხადა მან.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ქრისტიანები სირიაში განსაკუთრებით იტანჯებიან ტერორისტების მხრიდან.

"ისინი (ტერორისტები) ყველას თავებს კვეთდნენ, მაგრამ ყველაზე დიდი რაოდენობით ქრისტიანებს. ვფიქრობ, არასამართლიანი იქნებოდა. ასე, რომ მათ, ქრისტიანებს დავეხმარებით“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"