40-მა თურქმა სამხედრომ გერმანიას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა

40-მა თურქმა სამხედრომ გერმანიას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა

დაახლოებით 40-მა თურქმა სამხედრო მოსამსახურემ, რომლებიც გერმანიის ტერიტორიაზე ნატო-ს ბაზებზე მსახურობენ, განაცხადი შეიტანეს გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარის მიღების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ გერმანული ჟურნალი Spiegel იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია მაღალი რანგის ოფიცრებზე. გერმანიის მიგრაციისა და დევნილების ფედერალურ უწყებაში და გერმანიის შსს-ში აღნიშნეს, რომ მათ განაცხადებს ჩვეულებრივი წესის მიხედვით განიხილავენ.

"უეჭველია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ეს სამხედროები უკან თურქეთში დავაბრუნოთ. მათ იქ ციხეში ჩასვამენ", - განაცხადა ბუნდესტაგში მმართველი კოალიციის ფრაქციის ექსპერტმა შიდა პოლიტიკის საკითხებში შტეფან მაიერმა.

როგორც ცნობილია, 2 თებერვალს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"