კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
12:11 / 30-01-2017
რომ არა ემიგრანტი ქალი, დონალდ ტრამპი არ იქნებოდა... - ვინ იყო პრეზიდენტის დედა?
...1929 წელი. 17 წლის შოტლანდიელი მერი ენ მაკლეოდი გლაზგოდან ამერიკაში მიეშურება უკეთესი შესაძლებლობების საპოვნელად... ამერიკული ოცნების ძიებაში, ემიგრანტი გოგონა ნიუ იორკში აღმოჩნდა...

ტრამპის დედა ემიგრანტი იყო, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატი არასდროს ახსენებდა ამ ფაქტს საკუთარ ამომრჩეველს. მის ოფიციალურ საიტზე დედის წარმომავლობის შესახებ არაფერია ნათქვამი. მომავალი პრეზიდენტი მხოლოდ იმას ყვებოდა გამოსვლებში, რომ დედამისი ამერიკაში სამოგზაუროდ ჩამოვიდა და აქ სიყვარულის გამო დარჩა. თუმცა, არქივში დაცული დოკუმენტების თანახმად, ეს ასე სულაც არ არის...

ნიუ იორკში მერი მაკლეოდი საკუთარი თანამემამულეების კარგად მოწყობილ კომუნაში აღმოჩნდა, სადაც მისი ორი დაც იმყოფებოდა. მას ნიუ იორკამდე მისაღწევად რამდენიმე მოგზაურობის გამოვლა მოუხდა. ბოლო ორ გემზე, რომელზეც იმყოფებოდა, გოგონა მოსამსახურედ მუშაობდა. მოგვიანებით მერი მაკლეოდი მერი ტრამპი გახდა, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დედა. თუმცა, მერი 2000 წელს გარდაიცვალა, ვიდრე მისი შვილი პოლიტიკაში გადაწყვეტდა წასვლას.

მერი და მისი ორი და, რომლებიც ათშვილიან ოჯახში იზრდებოდნენ, შოტლანდიის მშობლიურ ქალაქ ტონგიდან სიღარიბეს და ოჯახურ სკანდალს გამოექცნენ - მერის და კეტრინმა 20-იანი
წლების დასაწყისში ქორწინების გარეშე გააჩინა შვილი.

30-იან წლებში მერი მაკლეოდი ფრედერიკ ტრამპს შეხვდა და მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ფრედ ტრამპი მშენებელი იყო, რომელმაც სამშენებლო ბიზნესი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას დაიწყო.

ფრედი და მერი 1936 წელს დაქორწინდნენ და ქუინსში, ემიგრანტების უბანში დაიდეს ბინა. როგორც მდიდარი მშენებლის ცოლი, მერი ტრამპი ნიუ იორკის სოციალურ წრეში მალე გაერია. მონაწილეობას იღებდა ფილანტროპულ საქმეებში, ეხმარებოდა ცელებრალური დამბლისა და ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანებს. მერი ტრამპი 2000 წელს ნიუ იორკში გარდაიცვალა.

მომზადებულია newyorker.com-ს მიხედვით
13:41 / 31-01-2017
.........
0
გაერთეთ ამ ტრამპა-ტრუმპით და არჩიეთ ამერიკის საქმეები. საქართველოს ყიზილბაშებმა და ოსმალოებმა რაც ვერ უქნეს ასწლეულების განმავლობაში, საკუთარი მთავრობები შეუსრულებენ აგერ "დამოუკიდებლობის" მესამე ათწლეულის მიწურულს. მალე სურათებით თუ გაიხსენებენ რეგიონებში შვილებს და შვილიშვილებს რომლებიც ამ დაღუპულ ქვეყანაში აღარასოდეს დაბრუნდებიან საცხოვრებლად. იტრიალებს, იწრიალებს ეს უბედური საქართველო რაღაც პერიოდი კიდევ თბილისის გარშემო, ვიდრე არ დაუდგება ხანი საბოლოო გადაშენებისა და მორჩება იგი ისტორია სისხლით და ოფლით მოტანილი ჩვენი წინაპრებისა დღემდე და დღეს ამერიკის პრეზიდენტების სურათებზე გაცვლილი და გაყიდული ქვეყნისა. რაღაც ნოსტალგიის მაგვარი შეგრძნება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მე არ მეცოდება გადაშენებისთვის ერი რომელიც ცხვრის ფარის დონეზე დაჩაჩანაკდა და იმის ტრაკიც კი არ აქვს, პასუხი მოსთხოვოს მის მიერვე "არჩეულ" ხელისუფლებას თუნდაც ელემენტარული რამ.
01:45 / 31-01-2017
Giorgi
0
მაგ წლებს თუ გადავხედავთ ინდიელების გარდა ამერიკაში ყველა ემიგრანტია
მსგავსი სიახლეები
მსგავს ტრადიციას ჯერ კიდევ მესამე პრეზიდენტის, ტომას ჯეფერსონის დროს ჩაეყარა საფუძველი
მას მოიხსენიებენ, როგორც ტრამპის "დამცველსა და ემოციურ საყრდენს"
პუტინმა უპასუხა, რომ დასმული კითხვა გულუბრყვილოა
"მე რომ ტრამპს შევხვედროდი, დამავლებდნენ ხელს, გამომამწყვდევდნენ ციხეში და რამდენიმე საათში
"თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ, გულითადად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების
+VIDEO| ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეცდომით შევიდა ოთახში, სადაც ცერემონია მიმდინარეობდა
"იმედია, ბევრი კარგი მოგონება დაგვიგროვდება ჩვენს ახალ სახლში"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:51 / 22-10-2017  Image თიანეთში, თამაზ მეჭიაურმა "ქართული ოცნების" კანდიდატთან 4 ხმით წააგო
ცესკოს ინფორმაციით, თიანეთის 20 უბნიდან 20–ვე დათვლილია
12:22 / 22-10-2017  Image რომელ ოლქებში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური
მერების მეორე ტურის ჩატარების მაქსიმალური ვადა 15 ნოემბერია
09:11 / 22-10-2017  Image აფხაზეთში, სავარაუდოდ, რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს - "ჩემს შვილს სხვანაირი ფეხსაცმელი ეცვა, ცხედარს სხვა აცვია"
ბოლო წლებში, აფხაზეთის ზღვისპირა ქალაქებიდან რამდენიმე გოგონა დაიკარგა
10:16 / 22-10-2017  Image კახა კალაძის სტილის ევოლუცია და უცნობი ფოტოები (+15 PHOTO)
"კახა ისე იცვამს, როგორც ნამდვილი ევროპელი მამაკაცი"
12:50 / 30-09-2017  Image ვარსკვლავები, რომლებმაც დიეტა დაივიწყეს
ერთ დროს გამხდარი გოგონას ცნობა ახლა გაგიჭირდებათ
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49