ქალი, რომელიც პოლიტიკოსების და ვარსკვლავების სკანდალურ საქმეებს აგვარებს

ქალი, რომელიც პოლიტიკოსების და ვარსკვლავების სკანდალურ საქმეებს აგვარებს

ცნობილი ამერიკული პოლიტიკური დრამის "სკანდალის" მთავარი პერსონაჟი ოლივია პოუპი რეალური ადამიანის - ჯუდი სმიტის პროტოტიპია.

25 წლის განმავლობაში, კრიზის-მენეჯერი ჯუდი სმიტი პოლიტიკოსების, სპორტსმენების, ვარსკვლავების და კორპორაციების საქმეებით იყო დაკავებული. ის აგვარებდა ყველა საიდუმლოებით მოცულ და ერთი შეხედვით სრულიად მოუგვარებელ პრობლემებს. მის კლიენტებს შორის იყვნენ მონიკა ლევინსკი, კობი ბრაიანტი და სხვები. გაგაცნობთ რამდენიმე საქმეს, რომელიც ჯუდი სმიტის სახელს უკავშირდება.

ჯუდი სმიტი 1998 წელს თეთრი სახლის ყოფილი სტაჟიორის მონიკა ლევინსკის ადვოკატი იყო. სმიტი დახმარებას უწევდა მედიასთან ურთიერთობაში ლევინსკის, რომელსაც კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს აშშ-ს პრეზიდენტთან ბილ კლინტონთან გახმაურებული სექსუალური სკანდალის გამო. ლევინსკი სმიტთან ერთად დადიოდა სასამართლოში, მისი დახმარებით ურთიერთობდა მედიასთან და საუბრობდა იმას, რასაც სმიტი უთითებდა. დამამცირებელმა დაკითხვებმა, სადაც ლევინსკის უწევდათ ყველა ინტიმური დეტალის გამხელა, სერიოზული ზიანი მიაყენა მის ფსიქიკას.

1998 წელს, 7 იანვრიდან 12 თებერვლამდე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განიხილებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმპიჩმენტი გამოირიცხა და კლინტონი პრეზიდენტად დარჩა. მონიკამ მემუარები დაწერა მათი ურთიერთობის შესახებ, რომელიც 1999 წელს დაიბეჭდა და ავტორს ნახევარი მილიონი დოლარი მოუტანა.

NBA-ს ყველაზე ცნობილმა ვარსკვლავმა კობი ბრაიანტმა ჯუდი სმიტი დაიქირავა მას შემდეგ, რაც 19 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ფაქტზე ბრალი წაუყენეს. 2003 წელს კალათბურთელი კოლორადოს ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომლის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. ამან მის იმიჯზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა. საქმე სასამართლომდე არ მისულა - სავარაუდო მსხვერპლმა უარი თქვა კალათბურთელის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. სასამართლო დარბაზის მიღმა კომპრომისული გადაწყვეტილება პუბლიკისთვის ერთს ნიშნავდა: ბრაიანტმა უბრალოდ მოისყიდა 19 წლის გოგონა. 2004 წელს ცნობილ კალათბურთელს ბრალი გაუქმდა.

სმიტი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავ მაიკლ ვიკთან მუშაობდა როდესაც 2007 წელს სპორტსმენი ძაღლების ჩხუბის მოწყობაში დაადანაშულეს. ვიკი დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 18 თვე გაატარა. მისი გათავისუფლების შემდეგ კრიზის-მენეჯერმა 45-გვერდიანი გეგმა შეადგინა სპორტსმენის იმიჯის აღსადგენად.

ჯილ ქელი, ქალი, რომელიც CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს) დირექტორის დევიდ პეტრეუსის ირგვლივ აგორებული სკანდალის ცენტრში მოექცა, სმიტის კიდევ ერთი კლიენტია.

ოთხვარსკვლავიანი ამერიკელი გენერლის 37-წლიან კარიერას ორ ქალთან ინტიმურმა ურთიერთობამ დაუდო საფუძველი. ჟურნალისტ პოლა ბროდუელის, რომელსაც პრესამ "პენტაგონელი მონიკა ლევინსკი" შეარქვა, და პეტრეუსის რომანის შესახებ ცნობილი 2012 წლის ბოლოს გახდა. მათ ერთიერთობას ნათელი ბანალურმა ეჭვიანობამ მოჰფინა. ბროდუელთან ურთიერთობის პარალელურად, გენერალს აქტიური მიმოწერა სწორედ ჯილ ქელისთან ჰქონდა. ეჭვიანობის ნიადაგზე ბროდუელმა ქელის ანონიმური მისამართებიდან მუქარებით სავსე წერილების გაგზავნა დაუწყო. შეშინებულმა ქელიმ ფედერალურ სამსახურს მიმართა.

შემოწმების შედეგად, კიბერუსაფრთხოების სამსახურმა ფარულ "ნიკებს" ამოფარებულ ბროდუელს მიაგნო და მის კომპიუტერში 30 ათასზე მეტ წერილს, მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ხელმძღვანელ, დევიდ პეტრეუსთან სასიყვარულო მიმოწერას და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებს მიაკვლია. ამის შემდეგ დაწყებული გამოიძიების საფუძველზე პეტრაუსმა თანამდებობა დატოვა.

სწორედ ჯუდი სმიტია სკანდალური ამერიკული დრამის "სკანდალის" მთავარი გმირის ოლივია პოუპის პროტოტიპი. ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 18:00 საათზე #ჩაუჯექი "სკანდალს" GDS-ზე

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"