დონალდ ტრამპმა გენპროკურორის მოვალეობის შემსრულებელი იმიგრაციის შესახებ განკარგულების შეუსრულებლობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა

დონალდ ტრამპმა გენპროკურორის მოვალეობის შემსრულებელი იმიგრაციის შესახებ განკარგულების შეუსრულებლობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი სალი იეითსი თანამდებობიდან გაათავისუფლა, იმიგრაციის შესახებ განკარგულების შესრულებაზე უარის თქმის გამო, - იუწყება თეთრი სახლი.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, უწყებას დროებით ვირჯინიის შტატის საოლქო პროკურორი დანა ბოენტე გაუძღვება, ვიდრე აშშ-ის სენატი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ჯეფ სეშნს არ დაამტკიცებს.

„გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა სალი იეითსმა იუსტიციის სამინისტროს უღალატა, როდესაც უარი განაცხადა შეესრულებინა კანონიერი ბრძანება, რომელიც აშშ-ის მოქალაქეების დაცვაზეა მიმართული“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ სალი იეითსი ყოფილი პრეზიდენტის ბარაქ ობამას გუნდში მუშაობდა.

„ქალბატონი იეითსი ობამას ადმინისტრაციის მიერ დანიშნულია. იგი არ ემხრობა საზღვრების დაცვასთან და არალეგალურ იმიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს“, - აღნიშნეს თეთრ სახლში.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"