"კავკასიაში გადაჭარბებით აფასებთ შტატების მნიშვნელობას"

"კავკასიაში გადაჭარბებით აფასებთ შტატების მნიშვნელობას"

ჯორჯ დერლუგიანი: "ტრამპის ამერიკა ახლო აღმოსავლეთში მხარს დაუჭერს ყველას, ვინც მის ომებში იომებს, ხშირად მის მაგივრადაც, და ამით რეგიონში გაწეულ ხარჯებს შეუმცირებს"

საქართველოში "კავკასიური სახ­ლის" მოწვევით ჩამოსულ სოციო­ლოგიის პროფესორს, კავკასიისა­ და პოსტსაბჭოური სივრცის ცნობილ ამერიკელ მკვლევარსა­ და ავტორს ჯორჯ დერლუგიანს "კვირის პალიტრა" რეგიონულ ვითარებასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა:

- როგორ ფიქრობთ, რამდენად "დაეხმარება" თურქეთში ელჩის მკვლელობა რუსეთს, სირიაში საკუთარი პოლიტიკა უფრო თამამად გაასაღოს ტერორისტების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად?

- რუსეთი თავგამოდებით ცდილობს ამას, და არა მხოლოდ ახლა და არა მხოლოდ სირიაში, ეს რუსეთის ისტორიის უკანასკნელი 300 წლის განუყოფელი ნაწილია. ეკონომიკური სისუსტეების კომპენსირება ხდება კარგად გათვლილი და ხშირად გაბედული მანევრებით იმ რეგიონებში, სადაც დასავლეთი ან ძალიან სუსტია, ან არ სურს, საკუთარი თამაში ითამაშოს. როდემდე "გაუვა" რუსეთს ეს, დამოკიდებულია იმაზე, კიდევ უფრო შესუსტდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონია ახლო აღმოსავლეთში.

ამერიკა ერაყში დამარცხდა - გეგმა, დემოკრატიად გარდაექმნა მსოფლიოს ყველაზე დაძაბული და ძალმომრეობით სავსე რეგიონი, ჩაიშალა. სწორედ ამან მისცა რუსეთს საშუალება, თვითონაც ჩართულიყო თამაშში.

წაიკითხეთ გაგრძელება

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"