ავდეევკიდან, სადაც ბოლო დღეებია საბრძოლო მოქმედებებია, 175 ადამიანის ევაკუირება მოხდა

ავდეევკიდან, სადაც ბოლო დღეებია საბრძოლო მოქმედებებია, 175 ადამიანის ევაკუირება მოხდა

ავდეევკიდან, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" "ბოევიკები" უტევენ, 175 ადამიანის ევაკუირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ჩეჩეტკინმა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

"გასული დღეების განმავლობაში ავდეევკის რაიონული საავადმყოფოდან ქალაქ კონსტანტინოვკას ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 15 მძიმე ავადმყოფი გადაიყვანეს. ასევე მოხუცთა სახლიდან 20 ადამიანის ევაკუირება მოხდა. ამ დროისთვის 140 ადამიანი გადმოჰყავთ, ძირითადად ბავშვები და მათი მშობლები", - განაცხადა ჩეჩეტკინმა.

მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახური მოემზადა დაახლოებით 12 ათასი ადამიანის გამოყვანისთვის უახლოესი 10 დასახლებული პუნქტიდან. მოსახლეობის ეტაპობრივი გამოყვანისთვის 180 ავტობუსია მზად.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"