გაიცანით, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა Self-made მილიარდერი - როგორ დააგროვა ქონება 26 წლის ირლანდიელმა

გაიცანით, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა Self-made მილიარდერი - როგორ დააგროვა ქონება 26 წლის ირლანდიელმა

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, რომელმაც ქონება საკუთარი შრომით დააგროვა, 26 წლის ირლანდიელი ჯონ კოლისონია.

"ფორბსის" რეიტინგის თანახმად, ონლაინ-სერვის Stripe-ის თანადამფუძნებლის ქონება 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამდენივეს ფლობს მისი ძმა, 28 წლის პატრიკი.

ძმებმა 2007 წელს, მაშინ როცა ჯონი 17 წლისაც არ იყო, სამშობლოში - ირლანდიაში დააფუძნეს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Shuppa. მათი კომპანია მოგვიანებით შეერწყა Auctomatic-ს, რომელიც eBay-ის პლატფორმისთვის მუშაობდა. 2008 წელს Auctomatic 5 მილიონად იქნა შეძენილი. ჯონ კოლისონი მაშინ მხოლოდ 17 წლის იყო.

მობილური სერვისი Stripe ხუთ წელიწადში გადახდის სისტემების ბაზრის ფავორიტი გახდა და უკვე უწევს კონკურენციას ისეთ გიგანტებს, როგორიც PayPal-ია. როგორ მოახერხეს სერვისის ახალგაზრდა დამფუძნებლებმა ინვესტორების მოზიდვა?

ხუთი წლის წინ ირლანდიელმა ძმებმა, პატრიკ და ჯონ კოლისონებმა მობილური გადახდის სერვისი Stripe გამოიგონეს. სერვისმა უცნობი პროექტიდან ფინანსურ ინდუსტრიაში ციფრული ეპოქის ლიდერის სტატუსზე მთავარ პრეტენდენტამდე გრძელი გზა გაიარა. თუმცა, 2015 წელს კომპანიამ თანამშრომელთა რიცხვი გააორმაგა (380 ადამიანამდე), ინვესტორებმა კი მისი ფასი 1,5 მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს. Stripe უკვე გასცდა აშშ-ს საზღვრებს. სერვისი 23 ქვეყნის ბაზრებზე მუშაობს და თანამშრომლობს Visa-სთან, Apple Pay-სთან, Alibaba-სთან და სხვა გიგანტებთან. ძმები კოლისონების სერვისის საშუალებით Facebook-ი, Twitter-ი და Pinteres-ი ელექტრონულ კომერციას, ხოლო რითეილერები Best Buy და Saks Fifth Avenue - მობილურ გადახდებს ავითარებენ. განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"