გაიცანით მარია გაბრიელი, რომლის სახელიც დღეს ყველა ქართველმა იცის

გაიცანით მარია გაბრიელი, რომლის სახელიც დღეს ყველა ქართველმა იცის

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები. მომხსენებლებს შორის ევროპარლამენტარი მარია გაბრიელიც იყო, რომელმაც საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა გამოსვლისას და ქვეყნის განსაკუთრებულ პროგრესზე ისაუბრა.

წაიკითხეთ: ქართველი პოლიტიკოსები მარია გაბრიელს "ტვიტერზე" მადლობას უხდიან

37 წლის მარია გაბრიელი ბულგარელი პოლიტიკოსია, რომელიც ევროპარლამენტში 2009 წელს აირჩიეს ბულგარეთის წარმომადგენლად. არჩევის დროს ის ბორდოს პოლიტიკური ინსტიტუტის აკადემიკოსი გახლდათ.

მარია 1979 წლის 20 მაისს დაიბადა. ევროპარლამენტში ის ევროპის სახალხო პარტიას წარმოადგენს. 2012 წლის 19 იანვარს პარტიის ქალთა უფლებების და ევროპულ პარლამენტში გენდერული თანასწორობის კომიტეტის კოორდინატორად იქნა არჩეული.

მარიამ 1997 წელს დაამთავრა ენის უმაღლესი სკოლა "დოქტორი პეტარ დერონი" კიუსტენდილში. 2001 წელს პლოვდივის უნივერსიტეტში ბულგარული და ფრანგული ენების კურსი დაამთავრა და ბორდოში პოლიტიკურ მეცნიერებაზე განაგრძო სწავლა. დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობებში, ევროპული ინსტიტუტების ისტორიაში, პოლიტიკურ სოციოლოგიასა და კომპარტიულ პოლიტიკაში დაიცვა.

2005-დან 2008 წლამდე ასწავლიდა ბორდოს პოლიტიკური მეცნიერებების უნივერსიტეტში. ის ასწავლიდა ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესს, პოლიტიკურ სოციოლოგიას და საერთაშორისო ურთიერთობებს. მარია მუშაობს სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო თავისუფლების, ქალების უფლებების, გენდერული თანასწორობის, ახალგაზრდობის და სხვა საკითხებზე.

წაიკითხეთ: ევროპა გველოდება! - 30 ქვეყანა, სადაც ქართველები უვიზოდ წასვლას შეძლებენ

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"