აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიმართ დაწესებულ სანქციებს ამსუბუქებს

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიმართ დაწესებულ სანქციებს ამსუბუქებს

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დოკუმენტი გამოაქვეყნა „გენერალური ლიცენზია #1“, რომელიც ამსუბუქებს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ფსბ) მიმართ დაწესებულ სანქციებს.

ამიერიდან ამერიკულ კომპანიებს შეეძლებათ რუსულ სპეცსამსახურთან „გარკვეული“ გარიგებები დადონ, თუმცა აქამდე ყველა კონტაქტი აკრძალული იყო.

გამოქვეყნებული დოკუმენტი არ ნიშნავს ობამას ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას. ის მხოლოდ საშუალებას მისცემს ამერიკულ კომპანიებს რუსეთში დაშიფრვის სისტემის ელექტრონული მოწყობილობების ექსორტს, რაზეც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ნებართვაა საჭირო.

დოკუმენტის მიხედვით, ამერიკული კომპანიები შეძლებენ „მოითხოვონ, გამოიყენონ და გადაიხადონ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ იმპორტისთვის გამოცემული ან დარეგისტრირებული ლიცენზიები, სერტიფიკატები ან ნებართვები რუსეთში საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქციის გავრცელების ან გამოყენებისთვის იმ პირობით, რომ ამ ლიცენზიების წლიური საფასური 5 000 აშშ დოლარს არ აჭარბებს“.

აღსანიშნავია, რომ როგორც ადრე ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ „ნებისმიერი პროდუქციის, ტექნიკური სშუალებების ან უზრუნველყოფის საშუალებების ექსპორტი, რეექსპორტი და მიწოდება ყირიმის ტერიტორიაზე“.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"