"ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილთა რაოდენობა, რომლებიც თურქეთში დღეს დააკავეს, 400-ს აჭარბებს

"ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილთა რაოდენობა, რომლებიც თურქეთში დღეს დააკავეს, 400-ს აჭარბებს

თურქეთში გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი 423 ადამიანია დაკავებული. Associated Press-ის ინფორმაციით, დაკავების ოპერაციები ჩატარდა სტამბოლსა და გაზიანტეპში, რომელიც სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.

ყველაზე მასშტაბური ოპერაცია თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, პროვინცია შანლიურფაში ჩატარდა, სადაც პოლიციამ 150-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავა. დაკავებულების ჩხრეკისას "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული მასალები ამოიღეს.

მანამდე, რამდენიმე საათით ადრე გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც თურქულმა მედიასაშუალებებმა სანდო წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს, აღნიშნულია, რომ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში პოლიციამ ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, 60 ადამიანი დააკავა. ამავე ინფორმაციით, მსგავსი ოპერაციები პოლიციამ თურქეთის კიდევ ერთ ქალაქ სტამბოლში და იზმირისა და კოჯაელის პროვინციებში ჩაატარა. სტამბოლში 18 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან 14 უცხოელია, მათ შორის 10 ბავშვია. თურქული მედიის წყაროების ცნობით, დაკავებულთაგან სულ მცირე, 8 ადამიანი ტერაქტებს ამზადებდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"