გერმანიის თავდაცვის მინისტრის უახლესი თვითმფრინავი პირველივე საზღვარგარეთული ვიზიტისას გაფუჭდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრის უახლესი თვითმფრინავი პირველივე საზღვარგარეთული ვიზიტისას გაფუჭდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრის უახლესი, თანამედროვე თვითმფრინავი Airbus A400M პირველივე საზღვარგარეთული ვიზიტის დროს გაფუჭდა. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.

მინისტრი ურსულა ფონ დერ ლიაენი სამშაბათს ლიტვაში ჩავიდა, სადაც პირველად მოინახულა 130 გერმანელი სამხედრო, რომლებიც იქ ცოტა ხნის წინ ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერების გეგმის ფარგლებში ჩავიდნენ. მედიის ცნობით, მინისტრის თვითმფრინავის ერთ-ერთი ძრავი მწყობრიდან გამოვიდა. თვითმფრინავის გაუმართაობის შესახებ კაუნასის აეროპორტში მისი დაშვების შემდეგ გახდა ცნობილი.

გერმანიაში მინისტრი და მისი თანმხლები პირები Transall-ის ძველი თვითმფრინავით დაბრუნდნენ. ახალი თვითმფრინავი მინისტრს 2016 წლის ბოლოს გადაეცა. კაუნასში ჩასვლა მინისტრის პირველი სამსახურებრივი ვიზიტი იყო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"