კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში ბომბს ეძებენ

კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში ბომბს ეძებენ

კიშინიოვის აეროპორტში ბომბს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურში ადასტურებენ.

"დღეს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ელექტრონული ფოსტით მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტი დანაღმულია. წერილის ავტორი, ვისი ვინაობაც უცნობია, თანხას ითხოვს. აეროპორტის შენობა სრულად ევაკუირებულია. რეისები შეფერხდა. შეჩერებულია მგზავრთა რეგისტრაცია", - განაცხადეს პრესსამსახურში.

ამ დროისთვის აეროპორტში ჩხრეკა მიმდინარეობს და გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"