სომხეთის პრეზიდენტს სკანდალური ვიდეო გაუვრცელეს: როგორ ქეიფობს სარგსიანი "კანონიერ ქურდებთან" და "დედ ჰასანთან" ერთად

სომხეთის პრეზიდენტს სკანდალური ვიდეო გაუვრცელეს: როგორ ქეიფობს სარგსიანი "კანონიერ ქურდებთან" და "დედ ჰასანთან" ერთად

სომეხმა ბლოგერმა არტსრუნი ავეტისიანმა თავის ბლოგზე სკანდალური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც სომხეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ე.წ კანონიერ ქურდებთან ერთად ქეიფობს.

"კრიმინალურ ავტორიტეტებს" შორის არიან ასლან უსოიანი (დედ ჰასანი), რამზიკ ამოიანთან (ჩაკო) და კრიმინალური სამყაროს სხვა წარმომადგენლები.

იხილეთ ვიდეო

ვიდეო 1993 წლის 28 მაისითაა დათარიღებული. უცნობია, რას აღნიშნავდნენ წვეულებაზე, თუმცა ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ სარგსიანს კრიმინალებთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აქვს.

ამ ვიდეოს გადაღებიდან მალევე, რამდენიმე თვეში, სერჟ სარგსიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრი გახდა. ამ პოზიციაზე ყოფნის დროს, სარგსიანმა 1994 წელს ყარაბახის კონფლიქტის შეჩერება მოახერხა. როგორც სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, დასახელებული "ავტორიტეტები" იარაღის მიწოდების საკითხებს აგვარებდნენ ომის დროს და მათ სარგსიანი რეგულარულად ხვდებოდა.

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტად 2008 წელს აირჩიეს, მანვე გაიმარჯვა 2013 წელს ჩატარებულ არჩევნებში.

ასლან უსოიანი, რომელსაც "კრიმინალური სამყაროს პატრიარქს" ეძახდნენ 2013 წელს მოსკოვის ცენტრში მოკლეს.

მომზადებულია en.crimerussia.com-ს მიხედვით

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე