ამსტერდამის პოლიციამ ქალაქის მოედანზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვა

ამსტერდამის პოლიციამ ქალაქის მოედანზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვა

ამსტერდამის პოლიციამ რესტორან Gartmanplantsoen-თან, რომელიც ლეიდსეპლეინის მოედანზე მდებარეობს, ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის პოლიციის სპეცდანაყოფის მიერ მისი უტილიზაცია მიმდინარეობს. "მას შემდეგ, რაც ადგილზე საეჭვო ნივთის არსებობის შესახებ შეტყობინება დაფიქსირდა, პოლიციამ ადგილიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თვითმხილველების განცხადებით, საეჭვო ნივთი ხელყუმბარა იყო, თუმცა ამას პოლიციაში არ ადასტურებენ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"