კადრები ადგილიდან, სადაც ტერორისტი "გივი" ააფეთქეს - ბოევიკი თანამებრძოლებმა მოკლეს?

კადრები ადგილიდან, სადაც ტერორისტი "გივი" ააფეთქეს - ბოევიკი თანამებრძოლებმა მოკლეს?

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) ბოევიკი, ბატალიონ "სომალის" მეთაური მიხაილ ტოლსტიხი, რომელიც თანამებრძოლებში მეტსახელით - "გივი" არის ცნობილი, 8 იანვარს დონეცკში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა - ამის შესახებ დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია.

იხილეთ ვიდეო აფეთქების ადგილიდან

გავრცელდა პირველი კადრები აფეთქების ადგილიდან. შეიარაღებული ფორმირების შტაბბინა, სადაც აფეთქება მოხდა, მთლიანად გაანადგურა აფეთქებისგან გამოწვეულმა ხანძარმა. ვიდეო რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. მათივე ინფორმაციით, გასროლა რეაქტიული ცეცხლმტყორცნი "შმელიდან" განხორციელდა. აფეთქებას მიხაილ ტოლსტიხის გარდა კიდევ რამდენიმე ბოევიკი ემსხვერპლა.

წაიკითხეთ: ტერორისტი "გივი" დონეცკში საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს

დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკა მომხდარში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს. თუმცა, სხვა მოსაზრებას ავრცელებს უკრაინის ყოფილი დეპუტატი და სამხედრო ექსპერტი დიმიტრი ტიმჩუკი. მისი თქმით, "გივის" ლიკვიდაცია გარდაუვალი იყო მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ცნობილი საველე მეთაური "მოტოროლა" მოკლეს.

"მოტოროლას ლიკვიდაციის შემდეგ რიგში გივი იდგა. იგი ძალიან ღიად არღვევდა ზახარჩენკოს (ალექსანდრე ზახარჩენკო - დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრემიერი) მონოპოლიას, იჩენდა ლოიალურობას კურატორებისადმი, მუდმივად არღვევდა ზახარჩენკოს ბრძანებებს. თუმცა, ზახარჩენკოს აქამდე ხელსაყრელი მომენტი არ ჩაუვარდა ხელში. ავდეევკაში ბოლო დროს დაძაბულმა ვითარებამ კი მას შანსი მისცა - "სომალის" ბატალიონში გივი კიდევ უფრო შეიძულეს, რისი მიზეზიც მისი სულელური ბრძანებები გახდა. ამ მომენტში, გივის სიკვდილი მის დაქვემდებარებაში მყოფებსაც კი გულით გაუხარდებოდათ...

თუმცა, ზახარჩენკო ვერ ხვდება მთავარს - რომ ყველა მის მიერ განხორციელებული მკვლელობის შემდეგ მისი რიგი ახლოვდება. ღმერთმა ქნას!" - წერს დიმიტრი ტიმჩუკი.

ასევე წაიკითხეთ: ვინ იყო საველე მეთაური "მოტოროლა" და განახლდება თუ არა უკრაინაში ომი მისი მკვლელობის გამო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"